მისია

მისია 2019-12-24T05:13:09+04:00

არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC) დაარსდა 2015 წლის 3 თებერვალს, თბილისში.

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)  არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია.

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესის წარმართვას და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, კვლევის, ანალიზის, რეკომენდაციების მიწოდების და საგანმანათლებლო საქმიანობის  მიმართულებებით. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი საექსპერტო-საკონსულტაციო მხარდაჭერით უზრუნველყოფს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს.

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ფასეულობები და სამოქმედო პრინციპებია:

  • დეცენტრალიზებული მმართველობა,
  • ეფექტიანი და გამჭვირვალე თვითმმართველობა.
  • პოლიტიკურად, ფინანსურად და ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი.
  • ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა.
  • მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში.

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) მმართველობის დეცენტრალიზაციის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა

ბ)ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესის მხარდაჭერა

გ) თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ორგანიზაციული სტრუქტურა:

ორგანიზაციის მმართველი ორგანოა – გამგეობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ბ-ნ გიორგი ტოკლიკიშვილი,

ორგანიზაციის საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი – ბ-ნ კოკა კიღურაძე.