მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები

მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები

2019-12-24T00:18:49+04:00 27-06-2016|მიმდინარე პროექტები|

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი 2016 წლის 27 ივნისიდან “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“. პროექტის მიზანია თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით გათვალისწინებული ფორმების დანერეგვის და დახვეწის პროცესის მხარდაჭერა.

 

პროექტის ამოცანებს წარმოადგენს :

  • პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე მუნიციპალური აქტების ანალიზი;
  • პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ანალიზი;
  • რეკომენდაციების შემუშავება სამართლებრივი რეგულირების და პრაქტიკის ცვლილების მიმართულებებით.
  • თვითმმართველობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა მონაწილეობის სტიმულირების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი აქტორებისათვის და კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით პოლიტიკის დიალოგის ინიცირება და წარმართვა

 

პროექტის ფარგლებში მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა 5 კრიტერიუმის გათვალისწინებით შეარჩია 15 საპილოტე მუნიციპალიტეტი (3-3 მუნიციპალიტეტი თითოეული კრიტერიუმით):

  1. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული :
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი
  1. დეპრესიული ზონა :
  • თეთრიწყარო მუნიციპალიტეტი
  • თიანეთის მუნიციპალიტეტი
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი
  1. ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროცესში გაყოფილი:
  • ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
  • გორის მუნიციპალიტეტი
  • ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
  1. თვითმმართველი ქალაქი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 75000-ს აღემატება:
  • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
  1. მუნიციპალიტეტი, რომელიც მოიცავს დასახლებას/დასახლებებს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ზე მეტია:
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი

 

პროექტის ფარგლებში მმართველობითი სისტემების ცენტრის მიერ დასრულებულია მუშაობა მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილოების ფორმების შესახებ მუნიციპალური აქტების და მონაწილოების პროცესის მონიტორინგის მექანიზმებზე. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ მონაწილეობის 6 ფორმასთან დაკავშირებით, შექმნილია 12 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეფასების ფორმა. აქედან, 6 შეფასების ფორმა მომზადებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონიტორინგის მიზნით, ხოლო 6 შეფასების ფორმა- მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილოების პროცესის მონიტორინგისთვის.