დასახლების საერთო კრება მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ დამიაში

დასახლების საერთო კრება მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ დამიაში

2019-12-24T00:03:13+04:00 27-07-2016|სიახლეები|

2016 წლის 26 ივლისს „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში გამართულ დასახლების საერთო კრებას. კრების წევრებმა კრების ერთ-ერთ ინიციატორს მიანიჭეს სოფელში განსახორციელებელი პროექტებზე მონიტორინგის განხორციელების ფუნქცია და სთხოვეს მუნიციპალიტეტის გამგებელს, მათი წარმომადგენელი შეეყვანა იმ კომისიის შემადგენლობაში რომელიც იბარებს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებს.  აღსანიშნავია, რომ კრება გაიმართა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით. კრებაზე ყველა მსურველს თანაბრად მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, თუმცა წევრთა უმრავლესობის აქტივობა შემოიფარგლა მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობით.