ვიზიტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

ვიზიტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

2019-12-24T00:20:30+04:00 05-11-2016|სიახლეები|

2016 წლის 4 ნოემბერს მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას.

სხდომაზე დამტკიცებულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგეობის  მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი – „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების და დაწესებულების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“.

აღნიშნული პროექტის მომზადებაში ჩართული იყო მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენლებიც.  სხდომაზე უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებული პირების დასწრების შესაძლებლობა თუმცა სხდომას ძირითადად ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები და აპარატის წარმომადგენლები.  სხდომის დასრულების შემდეგ  პროექტ „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“ პრეზენტაციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკისა და არსებული ხარვეზების შესწავლის მიზნით  მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ბ-ნ გიორგი მესხიშვილს, და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ ვახტანგ სარალიძეს.