ვიზიტი მცხეთის მუნიციპალიტეტში

ვიზიტი მცხეთის მუნიციპალიტეტში

2019-12-23T23:59:48+04:00 27-12-2016|სიახლეები|

2016 წლის 27 ოქტომბერს „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენლები“ დაესწრნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. სხდომაზე უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებული პირების დასწრების და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.  კრების დასრულების შემდეგ მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენლები მოქალაქეთა მონაწილეობის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით შეხვდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ბ-ნ ოთარ ჩხაიძეს, სადაც აღნიშნა რომ საკრებულოს მხრიდან ყველანაირი პირობა არის შექმნილი მოქალაქეებისთვის, თუმცა მათი მხრიდან საკრებულოს სხდომებთან მიმართებაში ინტერესი ნაკლებია.