„მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა მოქალაქეთა ჩართულობისთვის”

„მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა მოქალაქეთა ჩართულობისთვის”

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა განახორციელა პროექტი „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა მოქალაქეთა ჩართულობისთვის“, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზნებს წარმოადგენდა :

  • „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების, „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“ იმპლემენტაციის პროცესის მხარდაჭერა.
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების ნორმატიულ დონეზე დანერგვაში მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების ექსპერტული და საკონსულტაციო მხარდაჭერა;

პროექტის საბოლოო ვერსიების სახით სამინისტროს წარედგინა შემდეგი დოკუმენტების შაბლონური ვერსიები:

  1. საკრებულოს დადგენილება – მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ;
  2. გამგებლის/მერის/რაიონის გამგებლის ბრძანება – მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/რაიონის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე;
  3. საკრებულოს დადგენილება – პეტიციის წარდგენის წესი;
  4. საკრებულოს დადგენილება საერთო კრების ტიპური დებულება;
  5. საკრებულოს დადგენილება – მუნიციპალიტეტის გამგებლისა/მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების განხილვის წესის თაობაზე;
  6. რეკომენდაციები

შაბლონური დოკუმენტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაეგზავნა 76 მუნიციპალიტეტს.