2017 წლის 18 იანვარს, სასტუმრო “რუმსში”კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრისა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეთა თანამონაწილეობა – არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შემდეგი კვლევების პრეზენტაცია:
- მონაწილოების სტიმულირება თვითმმართველობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში – კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია – დავით ყიფიანი
- მოსახლეობის განწყობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების რეფორმასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით – კვლევის შედეგების პრეზენტაცია, იაგო კაჭკაჭიშვილი;
- მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების ეროვნული ინდექსის პროექტის პრეზენტაცია – გიორგი ტოკლიკიშვილი;
კონფერენციის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF) და „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) ფინანსური მხარდაჭერით.