კოკა კიღურაძე და კოტე კანდელაკი საგარეჯოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

კოკა კიღურაძე და კოტე კანდელაკი საგარეჯოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

2021-12-18T18:07:37+04:00 18-12-2021|სიახლეები|

პროექტი  „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“, რომელსაც მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტის (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის (ICCC) მიერ შექმნილი კონსორციუმი ახორციელებს აქტიურ ფაზაშია შესული.

14 და 17 დეკემბერს პროექტის  განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლებმა,  პროექტის დირექტორმა კოკა კიღურაძემ და პროექტის კოორდინატორმა კოტე კანდელაკმა საგარეჯოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მათ პირველ მოადგილეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარ თემას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა წარმოადგენდა.

მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები დავით ქირიკაშვილი და ალექსი გილაშვილი პროექტით დაინტერესდნენ და მასში საკრებულოს აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

პროექტი „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისათვის’’,  10  მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მის მიზანს ამ სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, ამომრჩევლისა და მის არჩეულ საკრებულოს წევრს შორის ეფექტური, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების დანერგვა, ამ ფორმით კარგი პრაქტიკის დამკვიდრება და მისი გაზიარება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტისთვის წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების და კომუნიკაციის ტრენინგი 10 საპილოტე მუნიციპალიტეტის ყველა წევრისთვის და საპილოტე მუნიციპალიტეტის თითო საკრებულოში შეირჩევა 5-5 მოხალისე წევრი, ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დასანერგად.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია საგარეჯო, რუსთავი, ლაგოდეხი, ბოლნისი, ხაშური, ყაზბეგი, ქედა, ონი, სენაკი, ხარაგაული.

პროექტი „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“,  GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.